Belive

მარცხი უშუალო კონკურენტთან | ჩაკვეტაძის შეფასება მილუოლის წინააღმდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 27-ე ტურში უოტფორდმა მილუოლს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ეს ცხრილში უშუალო კონკურენტების დაპირისპირება იყო - მოგების შემთხვევაში, უოტფორდი მილუოლს გადაასწრებდა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი სრულად ჩაატარა (ბრისტოლ სიტისთან, 10 იანვარს, FA თასზე, მწვრთნელმა ქართველი დაასვენა, უოტფორდი გამოვარდა - 1:5). ჩაკვეტაძემ 2 გამამწვავებელი პასი და ერთი 'დიდი' მომენტი შექმნა, მისი გადაცემების სიზუზტე 84% იყო. სამწუხაროდ, გიორგიმ 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით) 6.4-დან 6.6-დეა.

უოტფორდმა ჩემპიონშიპში ზედიზედ 4 მოგებული შეხვედრის შემდეგ წააგო და მეექვსე ადგილზეა. 21 იანვარს, უოტფორდი სტუმრად პორტსმუთს შეხვდება.

სხვა სტატიები