Belive

უოტფორდი ისევ ვერ იგებს | ჩაკვეტაძის შეფასება სუონსისთან

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 30-ე ტურში უოტფორდმა სუონსი სიტის უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. უოტფორდმა ბოლო შეხვედრა პირველ იანვარს მოიგო, ამის შემდეგ 5 მატჩი ჩაატარა, 2-ჯერ ფრედ ითამაშა, სამჯერ კი დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ დღესაც შეზღუდული დროით ითამაშა და მატჩში მხოლოდ 65-ე წუთიდან ჩაერთო - ამ დროს ანგარიში უკვე 0:1 იყო. გიორგიმ მხოლოდ 5 გადაცემის გაკეთება მოასწრო, მისი შეფასება 5.9-დან 6.4-დეა (SOFASCORE და WHOSCORED).

ჩავარდნის ფონზე, უოტფორდი პრემიერ ლიგაში აღზევების შანსსაც კარგავს - გუნდს 43 ქულა აქვს და ცხრილის მე-10 ადგილზეა. გადათამაშების ზონაში მოსახვედრად, მინიმუმ ექვსეულში მოხვედრაა საჭირო.

უოტფორდი შემდეგ მატჩს ჰალის წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

სხვა სტატიები