დიდი ალბათობით საბა გოგლიჩიძეს უოტფორდში ვიხილავთ
უდინეზეს ქართველი ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე უოტფორდი აქტიურად მუშაობს. ჩემპიონშიპის გუნდი, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს კიდევ ერთი ქართველის დამატებას განიხილავს.
საბას შესაძლო ტრანსფერზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ უკვე გვაუწყა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო იმატებს იმის შანსი, რომ ქართველი ინგლისურ გუნდში გადავა. Watfordobserver, რომელიც უოტფორდის ახალ ამბებზე წერს აცხადებს, რომ გუნდი არცერთ პოზიციაზე არ განიხილავს ფეხბურთელს ისე აქტიურად როგორც დაცვაში, ეს მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამაც აღნიშნა.
ჩემპიონშიპის კლუბის დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ დაადასტურა, რომ საბა გოგლიჩიძე მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა. ქართველი მცველი უოტფორდს იჯარით 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე უდინეზეში ემპოლიდან 2025 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.