Belive

მარსელო: "კოპა ლიბერტადორესის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მარცხენა მცველმა, მარსელომ, რომელსაც უეფას ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქვს მოგებული, მშობლიურ "ფლუმინენესესთან" ერთად კოპა ლიბერტადორესის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს მის საკლუბო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია.

"მადრიდის "რეალში" ამას გამიგებენ. კოპა ლიბერტადორესი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია საკლუბო დონეზე. ეს არის კლუბი, რომელმაც გამზარდა. "რეალი" ჩემს გულში ცხოვრობს, "ფლუმინენსეზე" კი საუბარიც რთულია", - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა

35 წლის განაპირა მცველს კარიერის განმავლობაში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. მან "რეალში" 15 სეზონი გაატარა (2007-2022) და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ხუთჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ ლა ლიგა.

სხვა სტატიები