Belive

რაშფორდი: "მოუთმენლად ველი ელ კლასიკოს, აქ სწორედ ამიტომ მოვედი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ბარსელონამ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. კატალონიელებმა ელ კლასიკომდე, გადახალისებული შემადგენლობით ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვეს.

ოლიმპიაკოსის დამარცხების შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა - მარკუს რაშფორდმა, მოახლოებულ 'ელ კლასიკოზე' ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარსელონაში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს პრინციპული დაპირისპირება იყო.

„რეალ მადრიდის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა, სწორედ 'ელ კლასიკო; იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც მოვედი აქ. მოუთმენლად ველი მას ამ დაპირისპირებას, თანაც კარგ ფორმაში ვარ და მინდა, რომ ისტორიულ და პრინციპულ დაპირისპირებაში საკუთარ გუნდს სასარგებლოდ დავეხმარო.

მაგარი თამაში უნდა იყოს, ორივე გუნდი კარგ ფორმაში ვართ და ბერნაბეუზე თამაში მუდამ ძალიან რთულია - ვიმედოვნებ გავიმარჯვებთ."
- მარკუს რაშფორდი

27 წლის ინგლისელი ბარსელონაში სეზონის სტარტზე მივიდა და საოცარ ფორმაში გამოიყურება. მან 12 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 5 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ახალი სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები