საბა ხარებაშვილი 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელში მოხვდა | The Guardian
ქართველი ტალანტი, საბა ხარებაშვილი ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა The Guardian-მა ახალი თაობის 2025 წლის 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელში შეიყვანა. 17 წლის მცველი დინამო თბილისის ფეხბურთელია და ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.
ხარებაშვილი ცნობილი კლუბის დინამო თბილისის აღზრდილია, რომელმაც თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიაც აღზარდა. ბევრი თვლის, რომ ხარებაშვილსაც შეუძლია მსგავს დონეზე ასვლა. დინამოს ისტორიაში, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც უეფას საკლუბო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დებიუტი გასული წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც ჯერ კიდევ 15 წლის და 10 თვის იყო.
საბა ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მან ასევე ითამაშა მარჯვენა ფლანგზე და ათ ნომრადაც კი, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მრავალფეროვანი მოთამაშეა ის. ხარებაშვილი კარგად აღზრდილი, შრომისმოყვარე და ინტელექტუალური მოთამაშეა, მან შთაბეჭდილება მოახდინა პოზიციურად კარგი თამაშით და დარტყმებით, ასევე ის კარგად ანვითარებს სისწრაფეს და ზუსტი ჩაწოდებებითაც გამოირჩევა.
ხარებაშვილმა უკვე შეასრულა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევროპული კლუბების ინტერესი მიიპყრო, მის პროგრესს რეალ მადრიდი და ბარსელონა აკვირდებიან. ლივერპული მას მარცხენა მცველის პოზიციაზე პოტენციურ გრძელვადიან პერსპექტივად მიიჩნევს. - The Guardian - ბრიტანული გამოცემა
შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდს კი გასულ 2024 წელს შეუერთდა. საბას დინამოს რიგებში 54 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაა. 17 წლის მცველმა ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა (U17, U19) და ახლა 21-წლამდელთა რიგებში აპსარეზობს, მას ასევე დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში ფარერის კუნძულების წინააღმდეგ.
ცნობილი სატრანსფერო საიტის, Transfermarkt-ის ინფორმაციით საბა ხარებაშვილის ღირებულება ამჟამად 1.20 მილიონი ევროა, ის ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.