"ძალიან ბევრჯერ ვაჩვენეთ, რომ კარგი მენტალიტეტი გვაქვს" - ხვიჩა კვარაცხელია
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპული სტუმრად 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე საგოლე გადაცემაც კი მიითვალა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა:
ძალიან ბევრჯერ ვაჩვენეთ, რომ კარგი მენტალიტეტი გვაქვს და ძალიან კარგი, ძლიერი გუნდი ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ენფილდზე ლივერპულის დამარცხება დამარცხება ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ამიტომ მომავალშიც ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და მე ვფიქრობ ერთად ბევრი დიდი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.
უპირატესობას არცერთს არ ვანიჭებთ (რეალსა და ბაიერნს შორის), ვნახოთ ნახევარფინალში ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ორივე შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადებით. - ხვიჩა კვარაცხელია
პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით გამართავს, მათი მეტოქე ლიონი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი კვარას 8 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა.