ალვარესი ენფილდისთვის მზადაა | არგენტინელი განაცხადში მოხვდა
ხულიან ალვარესი ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, რომელიც ხვალ, ლივერპულის წინააღმდეგ გაიმართება, გუნდის განაცხადში მოხვდა და 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში მონაწილეობას შეძლებს. არგენტინელი თავმდამსხმელი ოფიციალურ მატჩებში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ზაფხულში, ბარსელონას მხრიდან, მის მიმართ გამოჩენილი სერიოზული ინტერესის ფონზე, ფეხბურთელმა, ცოტა ხნით, ვარჯიშიც გამოტოვა, თუმცა ატლეტიკომ იგივე პოზიცია შეინარჩუნა და გამოსასყიდი თანხის პუნქტის შემცირებაზე უარი თქვა. ახლა კი, სიმეონეს გუნდი, ალვარესთან ერთად, "ენფილდზე" კიდევ ერთი რთული მატჩისთვის ემზადება.
ატლეტიკო, ხვალიდენლ დაპირისპირებაში, ალექსანდერ სორლოტის გარეშე იქნება, რომელიც ტრამვის შემდეგ, რეაბილიტაციას აგრძელებს. ატლეტიკო უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგას ლივერპულთან მატჩით ხსნის. მადრიდელებმა, შარშან, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა, მერსისაიდელებთან 3:2 დათმეს. ზოგადად კი, ლივერპულმა, ატლეტიკოს, ბოლო სამი თამაშიდან, სამივე მოუგო. საინტერესოა ისიც, რომ ატლეტიკო ზედიზედ ოთხჯერ, ერთი და იგივე მეტოქესთან არასდროს დამარცხებულა.
ამასთან ერთად, ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლას, სიმეონე, ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს დაუმარცხებია. 3 მარცხი და 1 ფრე - ასე გამოიყურება ესპანელის სტატისტიკა "ჩოლოს" წინააღმდეგ. ლივერპულს ევროპის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე, საშინაო მატჩით დაწყებულ 12 შეხვედრაში არასდროს წაუგია.
La lista para Liverpool 🔴⚪️ pic.twitter.com/8h9OPekMbO
— Atlético de Madrid (@Atleti) September 8, 2026