Belive

"მარსელის ინტერესი რეალურია, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში არ შედგება" - marseillemercato

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთარში მიქაუტაძე ამსტერდამის "აიაქსიდან" ვერ გადავა, მაგრამ მარსელის ინტერესი რეალურია, სტატიას ფრანგული გამოცემა marseillemercato ავრცელებს.

ზამთრის სატრანსფერო ბაზრის მოახლოებასთან ერთად, მარსელთან რამდენიმე მოთამაშე ასოცირდება, მათ შორის გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ ტრანსფერი ზამთარში არ შედგება, რადგან მოთამაშეს არ შეუძლია ერთ სეზონში სამი განსხვავებული მაისურის ტარება.

მარსელი სწორედ, ამსტერდამის "აიაქსს" შეხვდება ხუთშაბათს ევროპა ლიგის მე-5 ტურში, ფრანგული გუნდი კი მიქაუტაძის თამაშს დიდი ინტერესით აკვირდება და აკონტროლებს სიტუაციის განვითარებას. მარსელმა შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულში ქართველი შემტევი დაიმატოს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა, 23 გოლით, ქართველმა გასულ ზაფხულს მეცი დატოვა და ამსტერდამის აიაქსში გადავიდა 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მაგრამ საქმე არც ისე კარგად მიდის მიქაუტაძისთვის, რომელიც ჰოლანდიაში თადარიგშია და შვიდ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია.

სხვა სტატიები