Belive

აკპომი აიაქსს ტოვებს - შანსი მიქაუტაძეს?!

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Foot Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ლილი" "აიაქსთან" მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული, რათა ჩუბა აკპომი იჯარის წესით დაიმატოს. ფრანგული მედიის მტკიცებით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და აკპომი, "ლილს" შეუერთდება.

28 წლის აკპომი "აიაქსს" გასულ ზაფხულს, 12 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და ამსტერდამული გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე 9 გოლის გატანა შეძლო.

აკპომის ტრანსფერი ქართველი გულშემატკივრისთვის იმ გარემოებითაა საინტერესო, რომ ის გიორგი მიქაუტაძის უშუალო კონკურენტია და "აიაქსიდან" წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა ქართველმა შემტევმა კიდევ ერთი შანსი მიიღოს. შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ამსტერდამელთა მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები