მარსელი ტექნიკური მარცხით დაისაჯა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, "ნიცა" "მარსელს" დაუპირისპირდა. პრინციპული დაპირისრება, სტადიონზე შეჭრილი გულშემატკივრებისა და ხელჩართული ჩხუბის გამო მე-80 წუთზე შეწყდა. კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ დიმიტრი პაიეს "ნიცას" გულშემატკივრებმა ბოთლები ესროლეს - "მარსელის" ვარსკვლავმა იგივე ბოთლები კვლავ ფანებს ესროლა, რის შემდეგაც მოედანზე სრული განუკითხაობა დაიწყო. ხელჩართულ ჩხუბში "ნიცას" გულშემატკივრები და ორივე გუნდის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ნერვები ვერ მოთოკა "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმაც, რომელიც ასევე ჩაერთო კონფლიქტში.
Nice Marseille kicking off!! 🤭🤭 pic.twitter.com/9eo12660gh — Gunner (@Gunnerball66) August 22, 2021
The incident that caused the suspension of the Nice vs Marseille game.#OM#Ligue1UberEatspic.twitter.com/K1vUwOoCbC — Matthew Bauer (@mattbauer__5) August 22, 2021
Jorge Sampaoli is really wanting to throw down and knock someone out. Marseille and now Nice squads having a real shuffle now. Basile Boli also wanting to uppercut someone. Just wow. pic.twitter.com/yHcVRs0tIM — TWDTV (@TWDTV1) August 22, 2021
სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად, ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს და სტადიონზე წესრიგი დამყარდა. მატჩის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა "მარსელის" ფეხბურთელებმა მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადეს. მომხდართან დაკავშირებით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოედანზე არ გამოცხადების გამო "მარსელი" ტექნიკური მარცხით (0:3) დაისჯება. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა სადამსჯელო ზომები გატარდება "ნიცას" წინააღმდეგ.OGC Nice ultras drew blood from Dimitri Payet on his back & other Marseille players have strangle marks on their necks, according to Amazon. — Get French Football News (@GFFN) August 22, 2021