Belive

ეფექტური გოლი მარსელთან - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მარსელს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

პარიზული გრანდის ქართველმა ვარაკვლავმა ტრავმა ნაადრევად მოიშუშა, მაგრამ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა - ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მარსელის კარში ულამაზესი გოლი გაეტანა. კვარას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოედანზე გატარებული დრპის განმავლობაში კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა ქართველი ვარსკვლავის თამაში შესაბამისად შეაფასეს:

  • Flashscore: 7.7

  • Sofascore: 7.6

  • Whoscored: 7.2

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები