პსჟ-ს ჩემპიონობამდე 1 ქულა აშორებს | კვარამ შეცვლაზე ითამაშა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ-მ ბრესტს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს პარიზელების ბოლო საშინაო მატჩი იყო მიმდინარე სეზონში. ტურნირის დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი და პსჟ ლანსს 6 ქულით უსწრებს - ლუის ენრიკეს გუნდს მხოლოდ 1 ქულა უნდა ჩემპიონობის გასაფორმებლად, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თუნდაც პსჟ-მ ორივე წააგოს და შესაბამისად ლანსმა ორივე მოიგოს, ძნელად წარმოსადგენია, პარიზელებმა ჩემპიონობა ხელიდან გაუშვან (გოლების სხვაობა წყვეტს/პსჟ-ს ლანსთან შედარებით, 15 გოლით უკეთესი მაჩვენებელი აქვს).
ბრესტთან შეხვედრაში, ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა და შედეგად, გუნდს გაუჭირდა კიდეც. ესპანელმა მწვრთნელმა დუე, დემბელე და კვარაცხელია მე-60 წუთიდან ჩართო შეხვედრაში - ერთადერთი გოლი დეზირე დუემ, ულამაზესი დარტყმით, 82-ე წუთზე გაიტანა.
ამ შეხვედრაში პსჟ-მ პირველად მოირგო ფორმა, რომელიც 2026/27 წლების სეზონისთვისაა გათვლილი.
Une victoire pour ce dernier match de la saison au Parc ! ❤️💙#PSGSB29 pic.twitter.com/Grm8u6rtYZ
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) May 10, 2026