თანაგუნდელთან ჩხუბის გამო რაბიო გუნდს ჩამოაცილეს
ლიგა 1-ის პირველ ტურში, მარსელის რენთან 0:1 მარცხის შემდეგ, გასახდელში მომხდარი ჩხუბის გამო, ჯონათან როუ და ადრიენ რაბიო ორშაბათს მარსელის პირველი გუნდიდან გარიცხეს. ეს დროებითი დისკვალიფიკაციაა.
მატჩის ფინალური სასტვენის შემდეგ, ჯონათან როუსა და ადრიენ რაბიოს, გასახდელში ჩხუბი მოუვიდათ. მარსელმა გადაწყვიტა ორივე ფეხბურთელისთვის სანქციები დაეწესებინა. RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისელი ვინგერი და ფრანგი ნახევარმცველი განუსაზღვრელი ვადით მოკვეთეს ვარჯიშებიდან.
გუნდში სიტუაციის სტაბილურად შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილება პირადად მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, კლუბის დირექტორის, მეჰდი ბენატიას მხარდაჭერით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მარსელთან რენი უკვე 31-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, თუმცა გამარჯვების ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს.