Belive

მარკუს რაშფორდი: "ბარსელონა უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ნიუკასლის წინააღმდეგ სტუმრად ჩასულ კატალონიელებს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა (1:2).

თამაშის დასრულების შემდეგ, ,მატჩის მთავარმა გმირმა - მარკუს რაშფორდმა თავისი პერფორმანსი შეაფასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ - ვგრძნობ იმ თავდაჯერებულობას, რომელიც მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მომცა. სანამ აქ მოვიდოდი, ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო, მაგრამ მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. ბარსელონა უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს.

ჩემი საქმე კარგად მიდის, ფეხბურთის ახალ სტილს ვსწავლობ და ეს უკეთეს მოთამაშედ მაქცევს. ბარსელონაში თამაში საოცარი გამოცდილებაა და ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ამ ბიჭებთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, სხვა არაფერზე ვფიქრობთ. ეს რთული იქნება, ვიცით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ" - რამკუს რაშფორდი

უკვე მეორე შეხვედრაა ბარსელონას ლამინე იამალი აკლია, ამიტომ მარკუს რაშფორდის ფორმაში შესვლა გუნდს ძალიან სჭირდება. ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს საკუთარ კედლებში, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი 3 შეხვედრა ლა ლიგაში ელოდება.

სხვა სტატიები