Belive

"მესი სკოლის ჩამშვებივით მოიქცა, ეს სამარცხვინოა" - პირს მორგანი

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანელი ჟურნალისტი და წამყვანი პირს მორგანი ფონალში ლეო მესის ქმედებას გამოეხმაურა. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მომენტში კუკურელიამ ხელი პირზე აიფარა და მესიმ ამის მსაჯისთვის გადაცემა სცადა. მორგანმა ამ ქმედებას სამარცხვინო უწოდა.

ვისაუბროთ მესიზე და მის ბნელ ხელოვნებაზე. ფინალში იყო მომენტი, როდესაც კუკურელიას გაგდება სცადა, რადგან კუკურელიამ პირზე ხელი აიფარა. მესი მაშინვე სკოლის ჩამშვები მოსწავლესავით გაიქცა, რომ მას წითელი მიეღო. ვფიქრობ, ეს საზიზღრობაა. მან კუკურელია გაგდება ყველაზე სამარცხვინო, საშინელი საქციელით სცადა. - ამბობს პირს მორგანი

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ესპანეთთან 1:0 დამარცხდა. ლეომ 2026 წლის მუნდიალი კარგად ჩაატარა და FIFA-ს ოქროს ბურთიც მიიღო.

სხვა სტატიები