Belive

€150 000 ევრო თვეში | იოახიმ ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატისთვის განას ნაკრებს ჩაიბარებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიასთან სტუმრად 1:2 წაგების შემდეგ, განას ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოტო ადო დაითხოვა.

ეს ფაქტი ძალიან უცნაური იყო იმ კუთხით, რომ მუნდიალამდე 2 თვეზე ოდნავ მეტი დროა დარჩენილი და კლუბიდან გაუშვეს მწვრთნელი, რომელმაც ნაკრებს მუნდიალის საგზური მოუპოვა.

რამდენიმე საათია გერმანულ მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელი - იოახიმ ლიოვი, განას ნაკრებს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა (მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა) და მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ იგი გაწვრთნის აფრიკულ გუნდს.

სპეციალისტის კონტრაქტი ექსკლუზიურად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხანგრძლივობისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ივნისში დაიწყება და ივლისში დასრულდება. ლიოვის ამ თანამდებობაზე ყოველთვიური ანაზღაურება 150,000 ევრო იქნება.

ლიოვი ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელია, რომელიც გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 15 წლის განმავლობაში წვრთნიდა (2006-2021). სწორედ მან შეძლო და მოაგებინა გერმანიის ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული მწვრთნელის დანიშვნა განას ნაკრებისთვის, ტურნირის წინ დიდი ამბიციების მნიშვნელოვან განცხადებად განიხილება.

აქვე შეგახსენებთ, რომ განა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში: ინგლისთან, ხორვატიასთან და პანამასთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები