პირველად ისტორიაში | მსოფლიო ჩემპიონატზე დედა-შვილს აქვთ ნათამაშები
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში უნიკალური რეკორდი დამყარდა - მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე ოფიციალურად დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როცა ტურნირზე დედასაც და მის ვაჟსაც აქვთ ნათამაშები.
ამ ისტორიული მიღწევის ავტორი ბინდონების ოჯახია. მსოფლიო ჩემპიონატზე ოჯახური ტრადიცია ახალი ზელანდიის ნაკრების 21 წლის მცველმა, ტაილერ ბინდონმა, გააგრძელა, რომელიც ირანთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
რაც შეეხება დედას, ჯენი ბინდონი ზელანდიელთა ქალთა ნაკრების კარს 2004-2014 წლებში იცავდა და 2 მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა.
ფეხბურთის ისტორიაში, მუნდიალებზე მამისა და ვაჟის არაერთი წყვილი გვინახავს, თუმცა დედისა და შვილის თამაში გამორჩეული და პირველი შემთხვევაა.
👏 After coming on yesterday for New Zealand against Iran, Tyler Bindon joined his mother Jenny in becoming the first ever mother and son duo to appear at World Cup Tournaments.
— RFC Latest (@RFCLatest) June 16, 2026
Jenny represented New Zealand at the 2007 and 2011 tournaments, with Tyler now making his WC debut. pic.twitter.com/F2NmSM2vqU