მარკამ გასული სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ესპანურმა გამოცემამ, მარკამ 2024-2025 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
ბუნებრივია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 6 ფეხბურთელი, პარი სენ ჟერმენიდან მოხვდა. პარიზულმა გუნდმა წელს 4 ტიტულის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
თერთმეტეულში 3 ფეხბურთელი ბარსელონადანაა, თითო-თითო კი ლივერპულიდან და რეალიდან.
გუნდის მთავარ მწვრთნელად მარკამ, რა თქმა უნდა, ლუის ენრიკე შეარჩია.
გასული სეზონის სიმბოლური გუნდი მარკას ვერსიით (ტაქტიკა 1-3-4-3):
მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები - ვირჯილ ვან დაიკი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში
ნახევარმცველები - ფაფიან რუისი, ვიტინია, პედრი, რაფინია
თავდამსხმელები - კილიან მბაპე, ლამინე იამალი, უსმან დემბელე
🥇MARCA’s Ultimate Team of the Season is here:
— MARCA in English 🇺🇸 (@MARCAinENGLISH) July 24, 2025
👉 6 from PSG, 3 from Barcelona, 1 from Real Madrid, and 1 from Liverpool.
👉 And the coach? The winner of this year’s vote: Luis Enrique.
💥 A squad built for greatness. #Los100 #Marca #Soccer #football pic.twitter.com/czwGr4dI4l