Belive

მანუელ ნოიერს კიბო ჰქონდა | მეკარემ სახეზე სამი ოპერაცია გაიკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბაიერნს" კვლავ აკლია მისი გუნდის ლიდერი და კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს. ახლახანს გაირკვა, რომ გერმანელ მეკარეს კანის კიბო ჰქონდა და სამი ოპერაცია გაიკეთა.

როგორც გაზეთი „ბილდი“ იუწყება, გულშემატკივარი ავადმყოფობის შესახებ ჯერ კიდევ, 2021 წლის დეკემბერში ვარაუდობდა, როცა ნოიერი სახეზე თვალსაჩინო ლაქით ჩნდებოდა. მას დღესაც აქვს ოპერაციებისგან დარჩენილი შრამი. ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ხელს არ შეუშლის. ნოიერი, ჩოგბურთელ ანჟელიკ კერბერთან ერთად, მზისგან დამცავი კრემის რეკლამაში გამოჩნდა, სადაც მის დაავადებაზეც ისაუბრა.

"ბაიერნმა" გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრა გამართა, სადაც "ინტერი" 2:0 დაამარცხა და 18 ქულა მოაგროვა. მიუნხენელებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს და 1/8 ფინალის საგზური დიდიხანია, რაც გაინაღდეს.

სხვა სტატიები