Belive

მანჩესტერ იუნაიტედს ბალებას სანაცვლოდ 120 მილიონის გადახდა მოუწევს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

21 წლის კამერუნელი ნახევარმცველი, კარლოს ბალება, შესაძლოა უახლოეს დღეებში მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდეს, თუმცა წითელ ეშმაკებს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ.

ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაიტონი მზადაა ბალებას 120 მილიონ ფუნტად შეელიოს, რაც მანჩესტერ იუნაიტედის თავდაპირველ გეგმას ეწინააღმდეგება. იუნაიტედის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ბრაიტონის დათანხმებას 80 მილიონ ფუნტზე შეძლებენ და კონტრაქტში ასევე განსაზღვრული იქნება პუნქტი სამომავლო ბონუსების შესახებ.

კარლოს ბალება ბრაიტონის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები