Belive

დონარუმა: "გვარდიოლა იყოს შენი მწვრთნელი, ეს არის ის, რასაც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა, მანჩესტერ სიტიში ოფიციალურად წარადგინეს. მან მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლის ჩათვლით მოაწერა და მისი დებიუტი 14 სექტემბერს, მანჩესტერულ დერბიში შედგება.

ევროპის ჩემპიონმა სიტიში მოსვლის შემდეგ პირველი პრესკონდერენცია გამართა, სადაც მის ახალ კლუბსა და პეპ გვარდიოლას შესახებ ბევრი ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში მოვედი, კლუბში რომელმაც პრემიერ ლიგაში უდიდესი ეპოქა შექმნა და რაც ყველაზე მთავარია, კლუბში, რომელის მთავარი მწვრთნელიც პეპ გვარდიოლაა.

როდესაც პეპ გვარდიოლა არის შენი მწვრთნელი, ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ფეხბურთელს კარიერის მანძილზე შეემთხვეს. მას ჩემი მოყვანა სურდა და ამით ძალიან ვამაყობ.

მინდა, მანჩესტერ სიტიში ისტორია შევქმნა, ჩემპიონთა ლიგა და ბევრი ტიტული მოვიგო.

ეს არის კლუბი, სადაც თამაში ყოველთვის მსურდა..." - ჯანლუიჯი დონარუმა

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა სიტიში პსჟ-დან გადავიდა. მან საკუთარი 4-წლიანი პარიზული კარიერა ტრიუმფით დაასრულა, სადაც 4-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 3-ჯერ მოიგო საფრანგეთის სუპერ თასი, 2-ჯერ საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მეკარე.

სხვა სტატიები