"მამის ცხედრის სანაცვლოდ, ნათესავები ფულს გვძალავდნენ" - რომელუ ლუკაკუ
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუს მამა, როჯერ ლუკაკუ, რომელიც თავისი შვილების მსგავსად ფეხბურთელი იყო, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაპოლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გაამხილა, რომ ნათესავების მხრიდან ფულის გამოძალვის მცდელობა იყო, გარდაცვლილი მამის ცხედის ბელგიაში გადასვენების უფლების სანაცვლოდ.
რომელუ ლუკაკუს პოსტი:
შეტყობინება ჩემი ძმისგან და ჩემგან. შეიძლება იცოდეთ, რომ დაკრძალვას ამ პარასკევს ვგეგმავდით, მაგრამ კინშასაში (კონგოს ქალაქი) გარკვეული გადაწყვეტილებების გამო, დაკრძალვა იქ გაიმართება.
მამაჩემი 28 სექტემბერს გარდაიცვალა და ჩვენ, როგორც ძმებმა, ყველაფერი ვცადეთ მისი ცხედრის ევროპაში დასაბრუნებლად, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ზოგიერთი ადამიანისგან ფულის გამოძალვის მცდელობა იყო.
მამაჩემი რომ დღეს აქ ყოფილიყო, ამას არ დაუშვებდა. ძალიან გვაწუხებს, რომ მამას სათანადოდ ვერ დავემშვიდობებით, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ სურდა, რომ ეს მომხდარიყო. ჩვენ ახლა გვესმის, თუ რატომ გვიშლიდა მამა ოჯახის გარკვეულ წევრებთან კონტაქტს.
ღმერთმა აცხონოს შენი სული. - რომელუ ლუკაკუს განცხადება სოციალურ ქსელში
როჯერ ლუკაკუ პოზიციით თავდამსხმელი იყო და კარიერა კონგოს კლუბ კინშასაში დაიწყო, შემდეგ კოტ-დ'ივუარის კლუბში გადავიდა, ამის შემდეგ კარიერის უმეტესი ნაწილი ბელგიის ჩემპიონატში გაატარა, ასევე თამაშობდა თურქეთშიც, საბოლოოდ პროფესიონალური კარიერა 2007 წელს დაამთავრა. როჯერ ლუკაკუ ზაირის ეროვნული ნაკრების სახელით ასპარეზობდა.