Belive

ბელგიამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

14 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

G ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბელგიამ ზელანდიას დიდი ანგარიშით 5:1 მოუგო.

ბელგიელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, ზელანდელთა მცველს, ფინ სურმანს, ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც პენალტი დაინიშნა. მაგრამ როდესაც VAR-ის მსაჯებმა ეს ეპიზოდი გადაამოწმეს, გადაწყვიტეს, რომ სურმანს ხელი ბუნებრივ მდგომარეობში ჰქონდა და ბელგიელებს პენალტი გაუუქმეს. მიხედვად ამისა, ამ ეპიზოდიდან მალევე, ლეანდრო ტროსარმა, საკუთარი ნაკრები მაინც დააწინაურა და ბელგიამ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარი ევროპელებმა სწრაფი გოლით დაიწყეს, როდესაც 50-ე წუთზე, ტროსარმა მეორე გაიტანა. მის დუბლს კი, კევინ დე ბრუინემ, მალევე, მესამეც დაამატა. ახალ ზელანდიელთა რიგებში, ყველაზე გამორჩეული ელაიჯა ჯასტი იყო, რომელმაც თავისი გუნდის კუთხურის დროს, ტიბო კურტუას მუშტებით მოგერიუბლი ბურთი ბელგიელთა საჯარიმოში იდეალურად დაამაუშავა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

ამ გოლით ბელგიელებს საქმე ძალიან გაურთულდათ, რადგან ბურთების სხვაობის გამო, ჯგუფში მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. მაგრამ შეხვედრის 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა რომელუ ლუკაკუმ, მეტოქეთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა, რასაც ალექსის სალემაკერსმა, მალევე, მეხუთეც მიაყოლა. ლუკაკუსთვის ეს მეექვსე გოლი იყო ბელგიის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატებზე, რითაც მან ყველა დროის რეკორდი დაამყარა და მარკ ვილმოტს გაასწრო.

ბელგია ამ შედეგით, პირველ ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში A, I ან J ჯგუფების მესამეადგილოსანს შეხვდება.

სხვა სტატიები