მაიკლ ოუენი: "ოქროს ბურთის მოგება სათანადოდ არ დამიფასდა"
მაიკლ ოუენის თქმით, 2001 წელს, ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ის ისე არ უღიარებიათ, როგორც ეს სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში მოხდა. ოუენმა ამ წარმატებას სულ რაღაც 22 წლის ასაკში მიაღწია და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც იყვნენ - ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, რაული, რივალდო, დევიდ ბექჰემი და ლუიშ ფიგუ. ინგლისელის თქმით, ამ წარმატებას კარიერის დასრულების შემდეგ, უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მაშინ, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე იყო.
ოუენმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, ბრიტანეთში, კონტინენტური ევროპისგან განსხვავებით, ოქროს ბურთისადმი დამოკიდებულება ძალიან განსხვავებული იყო. ინგლისელმა ისიც დასძინა, რომ მაშინდელი კენჭისყრის შედეგები ტელეფონში დღემდე შენახული აქვს. ამ საკითხზე, მან ბრიტანულ საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მგონია, რომ ოქროს ბურთის მოგებისთვის, სათანადოდ არ დამაფასეს. ჩემს ქვეყანაში ამ ჯილდოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასოდეს ანიჭებდნენ. ესპანეთში კი მეუბნებოდნენ, რომ ამის გამო, გმირი ვიყავი. ამ მიღწევით, ძალიან ვამაყობ.
ჩემს ტელეფონში დღემდე მაქვს ფოტო, რომელზეც ქულების განაწილება და სხვადასხვა ადგილზე გასული ფეხბურთელებია გამოსახული. ამ სიას რომ შეხედავ, მართლაც შთამბეჭდავია. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვყოფილიყავი.
ახლა ამ ჯილდოს მოგება უფრო მეტ სიამოვნებას მომანიჭებდა, ვიდრე მაშინ, როცა ვთამაშობდი. 22 წლის ასაკში ოქროს ბურთს ისე უყურებ, როგორც მორიგ რიგით ტიტულს და ყოველთვის ფიქრობ, რომ მას კიდევ ბევრჯერ მოიგებ. - მაიკლ ოუენი
🗣️🏴 Michael Owen: "I believe I don’t get the sort of credit that other people would get for winning the Ballon d’Or. It's never been that important in our country." 😳
— EuroFoot (@eurofootcom) October 30, 2026
"When I was in Spain, they said I was a hero for winning it. I’m immensely proud of winning it. I look down… pic.twitter.com/JVd6nq5ilH