Belive

ლამინ იამალმა ჯილდოს მოგებისას მთავარი ყურადღება კუბარსიზე გაამახვილა

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლამინ იამალი, ოქროს ბურთის ცერემონიაზე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დასახელდა. თუმცა, ჯილდოს მიღებისას, 19 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ პრიზი პაუ კუბარსის უნდა მიეღო. ბარსელონას მცველმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

იამალმა სიტყვით გამოსვლისას, საკუთარ თანაგუნდელზე განაცხადა: "მინდოდა, აქ ჩემი თანაგუნდელი, პაუ კუბარსი მენახა, რადგან ვფიქრობ, ეს ჯილდო მას უნდა მოეგო. ის უკვე დიდი ხანია, რაც მაღალ დონეზე თამაშობს".

მიუხედავად ამისა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო, კვლავ ლამინ იამალს გადაეცა. ესპანელმა ტალანტმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან უორენ ზაირე-ემერი, იან დიომანდე და აიუბ ბუადი.

იამალმა, გასულ სეზონში, კლუბსა და ნაკრებში, ჯამში, 25 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. 2025/26 წლების სეზონში, იამალმა ყველაზე მეტი დრიბლინგი შეასრულა როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, (58), ასევე ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში (265).

გასულ სეზონში, მან კლუბსა და ნაკრებში 20 საგოლე გადაცემაც შეასრულა, რის შედეგადაც მისი გოლებისა და საგოლე პასების ჯამური რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კუბარსის, მან რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები