Belive

ჰარი კეინი: "ტოტენჰემის გარეშე აქ არ ვიქნებოდი"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინმა, ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ტოტენჰემს მადლობა გადაუხადა. ინგლისელმა თავისი ყოფილი კლუბი გაიხსენა, რადგან სწორედ ტოტენჰემში გადადგა მან პირველი ნაბიჯები. კეინმა ნაკრების თანაგუნდელებიც შეაქო. ბაიერნის ფორვარდი, 25 წლის შემდეგ, პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ბოლოს ეს, მაიკლ ოუენმა შეძლო 2001 წელს.

კეინმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოსაგებად, კილიან მბაპესა და ლამინ იამალს აჯობა. მბაპე მეორე ადგილზე გავიდა, იამალმა კი მესამე პოზიცია დაიკავა.

კეინი ტოტენჰემში 11 წლის ასაკში მივიდა, ხოლო ლონდონური კლუბი 2023 წელს დატოვა, როდესაც მიუნხენის ბაიერნს შეუერთდა. ჯილდოს მიღების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, მან ყველაზე თბილი სიტყვები სწორედ ყოფილ კლუბს მიუძღვნა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ტოტენჰემ ჰოთსფურს. რა თქმა უნდა, ტოტენჰემის გარეშე აქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. 11 წლიდან ამ კლუბში ვიყავი და იმ ადამიანების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების დახმარების წყალობით, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ოცნება ამესრულებინა. რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის გარეშე, რაც ერთად გამოვიარეთ - ყველა აღმავლობისა და დაღმასვლის გარეშე - დღეს აქ ვერ ვიქნებოდი. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო ტოტენჰემ ჰოთსფურს. - ჰარი კეინი

სხვა სტატიები