Belive

იამალის ბიძა: "მეორედ მოგვპარეს ოქროს ბურთი - მიზეზად ასაკი სახელდება"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.

ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ლამინ იამალის ბიძამ, რომელიც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოქროს ბურთს ყველაზე მეტად ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებდა.

„ძალიან ვწუხვარ! აბსოლუტურად ვერ ვხვდები, როგორ ვერ მოიგო ლამინმა ოქროს ბურთი.

რაღაც ხდება იქ!

სულ გვეუბნებიან, რომ ის ძალიან პატარაა და თუ წელს არ მოიგებს, მომავალ წელს მოიგებს. ზუსტად ასე იყო გასულ წელსაც!

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ სეზონში არაფერი გაუკეთებიათ!

ოქროს ბურთის გარეშეც კი, ლამინი რჩება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად!

ამ წამს, მასთან მიახლოებულიც არავინ არის!“ - ლამინ იამალის ბიძა
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინ იამალი დასახელდა.

  • საუკეთესო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე დაასახელეს.

  • სოკრატესის სახელობის ჯილდო ბუკაიო საკას გადაეცა.

  • საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ჰარი კეინმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო კლუბი - პარი სენ ჟერმენი.

  • წლის საუკეთესო ქალთა კლუბი - ბარსელონა.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი ალექსია პუტელიასი გახდა.

სხვა სტატიები