ტუხელის გულთბილი მილოცვა კეინს | "აღფრთოვანების გამოსახატავი სიტყვები აღარ მყოფნის"
ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.
ინგლისელი ფეხბურთელის ამ წარმატებას თბილად გამოეხმაურა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ტომას ტუხელი, რომელმაც ინგლისელი თავდამსხმელის მიღწევა საჯაროდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო აბსოლუტურად დამსახურებულია.
„გილოცავ, ჰარი, დამსახურებულ „ოქროს ბურთს“! შენი თამაშის აღსაწერად სათანადო სიტყვები უკვე ძალიან დიდი ხანია, აღარ მყოფნის, თუმცა მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე ოფიციალურად აღგიარათ მთელმა საფეხბურთო სამყარომ.
ის ფაქტი, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ინგლისელია, ვინც ეს უზარმაზარი პატივი დაიმსახურა, ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ბედნიერები ვართ, რომ შენნაირი ლიდერი გვყავს. ვიცი, რომ ამ მომენტით ახლობლებთან ერთად დატკბები, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდები იმას, რასაც ყველაზე კარგად აკეთებ - გოლების გატანასა და მატჩების მოგებას.“ - ტომას ტუხელი
🚨🚨🎙️| Thomas Tuchel congratulates Harry Kane on winning the 2026 Ballon d’Or! 🏆🏴
— CentreGoals. (@centregoals) October 27, 2026
“Congratulations, Harry on a deserved Ballon d’Or!”
“I ran out of superlatives to describe your performances a long time ago, but I’m delighted to see that you have now been formally recognised… pic.twitter.com/wKSDyJmG9B
ჰარი კეინის მიერ მოპოვებული „ოქროს ბურთი“ არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური კარიერის მწვერვალია, არამედ უდიდესი მოვლენაა მთლიანად ინგლისური საფეხბურთო სამყაროსთვის. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ამ პრესტიჟული ჯილდოს სამშობლოში დაბრუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეინი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შედეგიანი თავდამსხმელია.