სამირ ნასრი: "ჰარი კეინი და ოქროს ბურთი... კარგი რა"
ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.
'ოქროს ბურთის' დაჯილდოების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ვეტერენმა ფეხბურთელმა - სამირ ნასრიმ, კეინის ტრიუმფზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეინის ოქროს ბურთი თანამედროვე ფეხბურთის სისუსტეზე მიუთითებს.
"ჰო, არ ვიცი რა ვთქვა, ალბათ ბევრი ადამიანი ჩემი სათქმელის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებს, თუმცა...
ჰარი კეინი და ოქროს ბურთი... კარგი რა, ეს სტატისტიკამ გადაწყვიტა და განაპირობა.
მგონია, რომ ჰარი კეინის ოქროს ბურთის მოგება, ნათლად ასახავს, რომ დღევანდელ ფეხბურთში ისეთი დიდი ფეხბურთელები აღარ არიან, როგორებიც მაგალითად ჩემს თაობაში იყვნენ.
ის ფანტასტიკური მოთამაშეა, უამრავი ღირსებით. მაგრამ ის არასდროს არის ისეთი მოთამაშე, რომელმაც თავისი გუნდი სადმე გაიყვანა ან რეალურად დიდ მატჩებში მოაგებინა.
ხშირად აქვს პატარა ხარვეზი ან ნაკლი - თუმცა, ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.“ - სამირ ნასრი
🚨 SAMIR NASRI 🇫🇷 N’EST PAS EMBALLÉ PAR LE BALLON D’OR D’HARRY KANE 🏴 ! 😬🌕
— Actu Foot (@ActuFoot_) October 27, 2026
« Harry Kane, Ballon d’Or… OK, c’est les statistiques qui ont fait la différence.
C’est un joueur fantastique, qui a énormément de qualités.
Mais ce n’est JAMAIS le joueur qui a porté son équipe…
ჰარი კეინის მიერ მოპოვებული „ოქროს ბურთი“ არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური კარიერის მწვერვალია, არამედ უდიდესი მოვლენაა მთლიანად ინგლისური საფეხბურთო სამყაროსთვის. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ამ პრესტიჟული ჯილდოს სამშობლოში დაბრუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეინი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შედეგიანი თავდამსხმელია.