Belive

"მადრიდი წითელ-თეთრია" - კრისტიან რომერომ რეალს პროვოკაციული გზავნილი გაუგზავნა

54 წუთის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ატლეტიკოს მცველმა, კრისტიან რომერომ, რეალთან მატჩი შეაფასა და გულშემატკივრებს მოუწოდა, ყურადღება არ გაემახვილებინათ მსაჯების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, შემდგომ, დავის საგანი გახდა. რომერომ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა: "სიამაყე, თავდადება და ამ გუნდისთვის, უდიდესი გული... მადრიდი წითელ-თეთრია. ატლეტიკო ყოველთვის წინ! არავის მისცეთ უფლება, ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინოთ - ეს გამარჯვება სრულიად დავიმსახურეთ".

თავად რომეროც, მსაჯების გარშემო ამტყდარი აურზაურის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. პირველ ტაიმში, ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ, მისმა უხეშმა ორთაბრძოლამ, მწვავე დებატები გამოიწვია. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბელინგემთან უხეში ორთაბრძოლის გამო, რომერო აუცილებლად უნდა გაეძევებინათ. მისი აზრით, წითელ ბარათს იმსახურებდა კანგ-ინ ლიც, რომელმაც ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ, წესები დაარღვია.

ატლეტიკომ, ამ გამარჯვებით, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. რეალი კი, 15 ქულით, მე-4 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ბარსელონას, 6 ქულით ჩამორჩება. მადრიდის ატლეტიკო, ლა ლიგის მომდევნო შეხვედრა, 10 ოქტომბერს, სტუმრად, ალავესის წინააღმდეგ გამართვას. მადრიდის რეალი კი, იმავე დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვილიარეალს მიიღებს.

სხვა სტატიები