Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება ლევანტეს წინააღმდეგ

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში „ვილიარეალმა“ შინ „ლევანტეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში აიოზე პერესმა გახსნა, თუმცა ერთ წუთში ივან რომერომ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოლეირომ „ყვითლები“ კვლავ წინ გაიყვანა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო 87-ე წუთზე „ვილიარეალის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. გოლის გარდა, ჟორჟმა რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თავდამსხმელი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან მაინც კარგი შეფასებები დაიმსახურა:

Flashscore: 7.5
Sofascore: 7.6
WhoScored: 7.27

„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და 8 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები