Belive

ლუკა მოდრიჩი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლუკა მოდრიჩს გადასცა. ასოციაციაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამარჯვებული მილანის 40 წლის ხორვატი ნახევარმცველი გახდა.

ლუკა მოდრიჩმა სექტემბრის თვეში იტალიის ჩემპიონატის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მილანმა 3 მოიგო, მეოთხეში კი ფრედ ითამაშა. ხორვატმა გამარჯვების გოლის გატანა ბოლონიას კარში მოახერხა.

მილანი 9 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს და შემდეგ მატჩში 2 ნოემბერს, რომას უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები