ზლატანის შვილი აიაქსში - მაქსიმილიანი ნიდერლანდურ გრანდში ჩაირიცხა
ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის - ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი, 19 წლის მაქსიმილიანი, სეზონის ბოლომდე აიაქსში იჯარის წესით ითამაშებს.
🚨🔴⚪️ Maximilian Ibrahimović joined Ajax on loan deal until June with buy option clause worth €3.5m.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 14, 2026
AC Milan also keep a sell-on clause as part of the deal. pic.twitter.com/YYj2avNlCa
19 წლის შვედი ფეხბურთელი მილანის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. 2019 წელს იგი შვედური კლუბი ჰამარბის ახალგაზრდული გუნდიდან მილანმა შეიძინა, სადაც კლუბის 17, 18 და 20-წლამდელთან გუნდებში ითამაშა, ახლა კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროებით იქ ეთამაშა, სადაც მისმა მამამ 2001-2004 წლებში.
ამ ტრანსფერის შესახებ, აიაქსის სპორტულმა დირექტორმა - მარინ ბოიკერმა ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მაქსიმილიანის მოსვლით. ის ნიჭიერი თავდამსხმელია, რომელსაც კარგი განლაგება აქვს საჯარიმოში და აქვს ძლიერი მიზანზე ორიენტირებული დარტყმები. ის ოსტატურად თამაშობს დრიბლინგებში და, უპირველეს ყოვლისა, აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ვარჯიშისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება და მიდგომა.
თავიდან ის ძირითადად აიაქსის 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს და სეზონის განმავლობაში რეგულარულად გადავა აიაქსის 23-წლამდელთა გუნდსა და პირველ გუნდს შორის, რათა შეეჩვიოს პირველი გუნდის მაღალ დონეს და ინტენსივობას. მაქსიმილიანი დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ის მთავარი გუნდის შეტევის მუდმივი ნაწილი გახდება..." - მარინ ბოიკერი
Get to know Maxi in this quick-fire 🔥 pic.twitter.com/vHfVRTcT55
— AFC Ajax (@AFCAjax) January 14, 2026
შეგახსენებთ, რომ ზლატანის 19 წლის ვაჟი შვედით U19 ნაკრებშიც გამოიძახეს და მისი მთავარი მიზანია, რომ შვედეთის ეროვნულ ნაკრებში მალე ვიხილოთ.