ხუთეული მილანისა და იუვენტუსის გარეშე | სუპერკომპიუტერმა ევროპა ლიგის ფავორიტი დაასახელა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები შეაფასა.
Opta ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ბორნმუთს ასახელებს (14,3%), მეორე ადგილს კი 14%-ით ბენფიკა იკავებს.
Top ხუთეულს მიღმა დარჩნენ იუვენტუსი და მილანი - სუპერკომპიუტერი იუვეს მე-6 ფავორიტად მიიჩნევს, მილანს კი მერვედ:
ბორნმუთი
ბენფიკა
ლევერკუზენი
უნიონ სენ-ჟილი
სანდერლენდი
იუვენტუსი
კრისტალ პალასი
მილანი
რენი
ლიონი
რაც შეეხება აუტსაიდერებს, კომპიუტერის გამოთვლებით, პორტუგალიურ ტორენსესა და ბერძნულ ოფის, საჩემპიონო შანსები ფაქტობრივად არ აქვთ.
ევროპა ლიგის 2026-2027 წლების სეზონი ოთხშაბათს, 16 სექტემბერს დაიწყება.
