Belive

ლუკა მოდრიჩი: "20 წელია აქ ვარ და პირველად შემრცხვა"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე, ინგლისთან საკუთარ მოედანზე განცდილი განადგურების (0:7) შემდეგ, „სირცხვილის“ გრძნობა დაეუფლა.

მილანის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში მსგავსი ემოცია პირველად ჰქონდა და მომხდარს „კატასტროფული ღამე“ უწოდა.

ასე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია... ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მოედანზე ოთხი ან ხუთი მოთამაშით ნაკლები ვიყავით.

ძნელია ახსნა მოუძებნო ასეთ თამაშს - უბრძოლველად, ჯარიმების, აგრესიისა და გუნდური ერთიანობის გარეშე. 20 წელია აქ ვარ, მაგრამ პირველად ხდება, რომ მატჩის შემდეგ სირცხვილს განვიცდი. - განაცხადა ლუკა მოდრიჩმა

41 წლის მოდრიჩმა ეროვნულ გუნდში 205-ე მატჩი ჩაატარა. მან სულ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, სანაკრებო კარიერა სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით გაეგრძელებინა.

ხორვატიამ ბილიჩის მეორე ვადით მოსვლა ეროვნულ გუნდში, ერთა ლიგაზე ჩეხეთთან გასვლითი გამარჯვებით (1:2) დაიწყო, ამას მოჰყვა მძიმე დარტყმა მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან (1:4), შემდეგ კი რიეკაში განცდილი დამამცირებელი მარცხი ინგლისისგან.

სხვა სტატიები