წაგება და ზედიზედ 3 მატჩი უგოლოდ - საქართველოს შანსები მცირეა
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. ეს რამაზ სვანაძისთვის პირველი გასვლითი შეხვედრა იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
საგანგაშოა, რომ ერთა ლიგის დაწყებიდან, საქართველომ გოლის გატანა ვერ შეძლო (ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან სახლში, უნგრეთთან - გასვლაზე). ასეთი რამ, ბოლოს 2021 წელს დაფიქსირდა - ივნისში საქართველომ ამხანაგურ შეხვედრაში წააგო ნიდერლანდებთან (3:0), ხოლო სექტემბერში, მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე, ჯერ კოსოვოსთან დავმარცხდით 0:1, შემდეგ ესპანეთთან - 4:0.
უნგრეთმა მილოშ კერკეზის ერთადერთი გოლით მოგვიგო და მასპინძლებმა კარისკენ 27-ჯერ დაგვირტყეს. ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას სტუმრად მოუგო (0:3), ასე რომ, პირველ ადგილს ჩრდილოეთ ირლანდილები იკავებენ 7 ქულით, მეორესა და მესამეზე უკრაინა და უნგეთია (4-4 ქულით), ხოლო ბოლოადგილოსან საქართველოს 1 ქულა აქვს.
შემდეგ შეხვედრაში, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება, ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს უმასპინძლებს.