ევროპული ფედერაციები 4-თამაშიანი სანაკრებო პაუზის გაუქმებას ითხოვენ
ევროპული საფეხბურთო ფედერაციები, საერთაშორისო მატჩების ახალი კალენდრით უკმაყოფილო არიან.
როგორც The Guardian იუწყება, ფეხბურთის ასოციაციები უეფას მიმართავენ და სანაკრებო პაუზების ძველი რეჟიმის აღდგენას მოითხოვენ.
მიმდინარე სეზონში, სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრები ერთიან, სამკვირიან მონაკვეთად გაერთიანდა. შედეგად, ევროპულმა ნაკრებებმა ერთა ლიგის ოთხი მატჩი ძირითადად სულ რაღაც 11 დღეში ჩაატარეს.
ბერლინში გამართულ ევროპული ფედერაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, ახალი ფორმატის წინააღმდეგ თითქმის ერთსულოვანი პოზიცია დაფიქსირდა. ერთ-ერთი ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მიმდინარე ცვლილებებს „კატასტროფა“ უწოდა.
მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების ჯანმრთელობა, კოლოსალური დატვირთვა და ტრავმების რისკია. გარდა ფიზიკური გადატვირთვებისა, ნაკლებად რესურსული ფედერაციები შიშობენ, რომ ახალი კალენდარი უპირატესობას ანიჭებს გუნდებს ფართო და ღრმა შემადგენლობებით.
პრობლემა კომერციული მიმართულებაც - ზოგიერთმა ასოციაციამ ვერ მოახერხა ბილეთების წარმატებით რეალიზება ორ საშინაო მატჩზე (ასეთ მოკლე დროში).
საბოლოო ჯამში, ევროპული ასოციაციებს ურჩევნიათ დაუბრუნდნენ წინა სტრუქტურას, რომელიც ხუთ ორკვირიან პაუზას ითვალისწინებდა.