ლუის ენრიკე: "ისტორიული სეზონის დაგვირგვინება გვინდა"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში, პსჟ-მ ინტერ მაიამის 4:0 მოუგო და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩი ზედმეტი კითხვების გარეშე, ფავორიტის სრული დომინაციით წარიმართა. შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა.
ამ გამარჯვების შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მატჩი თითქმის იდეალურად დავიწყეთ, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში ჩვენი თამაში უფრო დაბალი ინტენსივობის იყო, კმაყოფილი ვარ ყველა მოთამაშის მენტალიტეტით - უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება.
ჩვენი კლუბისთვის ისტორიულ სეზონს ვატარებთ და ვაპირებთ, რომ ამ ტურნირის მეშვეობით გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ.
ეს სეზონი ყველა გუნდისთვის ძალიან გრძელი იყო, მაგრამ მოტივაცია მაინც არსებობს. - განაცხადა ლუის ენრიკემ
მეოთხედფინალში პსჟ-ს მეტოქე ფლამენგოსა და ბაიერნს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება. ეს ორი გუნდი უძლიერესის ვინაობას 30 ივნისს გაარკვევს, მეოთხედფინალი კი ატლანტაში, 5 ივლისს გაიმართება.