ლუის ენრიკე გამკაცრებულია - ამჯერად, სათამაშოდ 2 კაცი არ წაიყვანა
ლიგა 1-ის მე-4 ტურის დასკვნით მატჩში, პარი სენ-ჟერმენი, კვირას საღამოს ბრესტს ესტუმრება. ლუის ენრიკე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისიდან აფრთხილებდა გუნდს: ამ სეზონში პარიზში კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა და განაცხადში ადგილი ყველასთვის აღარ მოიძებნება. „ევროპის ორგზის ჩემპიონების“ გასვლითი შეხვედრის წინ, ამ ახალი რეალობის მსხვერპლი ორი ფეხბურთელი გახდა.
საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს, მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ ერთი მატჩიც კი არ მოუგიათ (ორი ფრე და ერთი მარცხი), რის გამოც ლუის ენრიკეს შეგირდებისთვის ეს დაპირისპირება უკვე პრინციპულ და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
კვირას დილით, პარიზულმა კლუბმა 21-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ახალწვეულები გოდტსი, აკლიუში და ტორესი მოხვდნენ. განაცხადში არიან უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელიაც. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად 17 წლის ახალგაზრდა მეკარეც, ადამ მუაკიც გამოიძახა.
ამის საპირისპიროდ, განაცხადს მიღმა დარჩნენ ილია ზაბარნი და სენი მაიულუ. ეს ენრიკეს ახალი, მკაცრი მიდგომაა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, მისი გადაწყვეტილებით, განაცხადში არ იყო ლუკას დინი.
Le groupe Parisien qui se déplace à Brest ! 📋#SB29PSG I @Ligue1 pic.twitter.com/qGMFrey2Gp
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 13, 2026