Belive

ლუის ენრიკე: ,,არის თუ არა ლიგა 1 მოსაწყენი? არა!''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მონაკოსთან'' მატჩის წინ ,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის დონეზე ჰკითხეს:

,,არის თუ არა ლიგა 1 მოსაწყენი? არა! ვხედავ გუნდებს, რომლებიც უამრავ მომენტს ქმნიან და მათ ყველა მატჩის მოგება შეუძლიათ.

იმაზე ბევრად უკეთესი ლიგა აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. როცა რაღაცები არ ვიცით, სულელურად ვიმეორებთ იმას, რაც გვესმის. ეს არის კარგი ლიგა, ძლიერი, მაღალი დონის ფეხბურთელებით, რომლებიც შემდეგ სხვა ჩემპიონატებში მიჰყავთ, განსაკუთრებით - ინგლისში.'' - ლუის ენრიკე

დღეს, ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,მონაკოს'' უმასპინძლებს.

12 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი 27 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,მონაკო'' კი 24 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები