Belive

ლუის ენრიკე: ,,მოგებას ვიმსახურებდით''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მოგებას ვიმსახურებდით! 31-ჯერ დავარტყით და ბურთი ძელს 4-ჯერ მოვარტყით, ორი მატჩის ჯამში კი 6-ჯერ, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შევძელით. ფეხბურთი ზოგჯერ ასეთი უსამართლოა.

სამწუხაროა, როცა აგებ, განსაკუთრებით, ასეთი თამაშის შემდეგ... ვაცნობიერებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ბედნიერი ვარ იმით, რაც ჩემი გუნდისგან დავინახე - ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, გულშემატკივრებმა საოცრად გვიქომაგეს!

დორტმუნდს ვულოცავ! დიდებული გუნდია და იმედი მაქვს, რომ ფინალში გაიმარჯვებენ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,დორტმუნდმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა (2:0 ორი მატჩის ჯამში).

გადამწყვეტ შეხვედრაში ტერზიჩის გუნდის მეტოქე დღეს, ,,რეალისა'' და ,,ბაიერნის'' დაპირისპირებაში გამოვლინდება.

სხვა სტატიები