Belive

"გამოვჯანმრთელდი და მზად ვარ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო" - ზურიკო დავითაშვილი

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

15 მაისს, 22:30 საათზე, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის მატჩში, სენტ-ეტიენი როდეზსს დაუპირისპირდება. მნიშვნელოვანი შხვედრისთვის მწყობრშია ზურიკო დავითაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

როდესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა.

მზად ვარ, რომ 90 წუთი ვითამაშო. რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია, როდესაც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად გასახელებენ, მაგრამ ეს ინდივიდუალური ჯილდოა და ახლა მე მხოლოდ გუნდზე ვარ ფოკუსირებული. როდეზთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ახლა მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. მზად ვარ სრული შეხვედრა ჩავატარო - გასული კვირა რთული იყო, რადგან ბოლომდე არ ვიყავი გამოჯანმრთელებული, მაგრამ ახლა მზად ვარ. - ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 14 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, რაც სენტ-ეტიენის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

სენტ-ეტიენსა და როდეზს შორის გამარჯვებული, უმაღლეს დივიზიონში ასასვლელად ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები