Belive

ლუის დიასს წასვლა უნდა, თუმცა არ უშვებენ - ლივერპულმა ბაიერნის შეთავაზება დაბლოკა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანულ და ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნს ძალიან სურს ლუის დიასის დამატება და მათ პირველი ოფიციალური €67.5 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს ლივერპულს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავად კოლუმბიელიც დაინტერესებულია კლუბიდან წასვლით, ლივერპულმა გერმანული გრანდის შეთავაზება ოფიციალურად უარჰყო.

საქმე იმაშია, რომ ლივერპულს თავადაც სურს, რომ ლუის დიასი გაუშვან, ფეხბურთელიც მზად არის კლუბის დასატოვებლად, თუმცა სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ ჯერდებიან. "მერსისაიდელებს" 28 წლის კოლუმბიელ შემტევში €100 მილიონი სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლუის დიასის გადაბირებით ბაიერნი, ბარსელონა და ალ ნასრი არიან დაინტერესებულები, თუმცა ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა - დეკუმ განაცხადა, რომ კოლუმბიელ შემტევში 100 მილიონს არ გადაიხდიან.

ლუის დიასი ლივერპულის შემადგენლობაში 2021/2022 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 148 მატჩი ჩაატარა, სადაც 41-ჯერ გოლის გატანა და 23-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები