ლონდონის არსენალმა ტყუპი ძმები გაიფორმა
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის არსენალმა ეკვადორელ ტყუპ ძმებთან, ედვინ და ჰოლგერ კინტეროებთან გააფორმა ხელშეკრულება. ფეხბურთელები ინგლისურ კლუბს 2027 წლის აგვისტოში ინდეპენდიენტე დელ ვალედან შეუერთდებიან.
ძმები ჯერ 16 წლის არიან, 18 წლის ასაკში ისინი უკვე ლონდონურ გუნდს შეუერთდებიან. როგორც სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, ედვინი და ჰოლგერი სამხრეთ ამერიკის ორ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ტალანტად ითვლებიან, მათ ეკვადორის 15 და 17-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშიათ.
აღსანიშნავია, რომ ედვინი მარცხენა ფეხით თამაშობს, ხოლო ჰოლგერი მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელია.
Welcome to The Arsenal, Edwin & Holger Quintero ❤️
— Arsenal (@Arsenal) December 4, 2025
The highly sought-after Ecuadorian duo have signed pre-contract agreements to join the Gunners from Independiente del Valle in 2027 👇