Belive

სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი - ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების გარკვევის შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ისევ არსენალი რჩება (26,85%), რომელმაც ლიგის ფაზა 8-დან 8 გამარჯვებით დაასრულა. მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია (15,49%), მესამე პოზიციას კი ლივერპული (10,88%) იკავებს.

ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 5 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 2 - ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ბუნდესლიგიდან, ლიგა 1-დან და პრიმეირა ლიგიდან.

  1. არსენალი

  2. ბაიერნი

  3. ლივერპული

  4. მანჩესტერ სიტი

  5. ბარსელონა

  6. ჩელსი

  7. პსჟ

  8. ნიუკასლი

  9. სპორტინგი

  10. რეალი

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები