Belive

ლივერპულმა მარკ გეჰის ტრანსფერი შეათანხმა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა კრისტალ პალასის ცენტრალური მცველის, მარკ გეჰის ტრანსფერი შეათანხმა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ლივერპულმა გეჰისთან კონტრაქტის პირობები ჯერ კიდევ 1 თვის წინ შეათანხმა და ახლა კრისტალ პალასთანაც შედგა გარიგება. გეჰის სანაცვლოდ მერსისაიდული გრანდი, 35 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ასევე, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კრისტალ პალასი ინგლისელი მცველის სამომავლო გაყიდვიდან 10%-იან წილს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯო გომესი ლივერპულის დატოვების ზღვარზეა, იბუ კონატე კი არსენალთან გამართულ მატჩში დაშავდა. ამიტომ დიდია ალბათობა, რომ პრემიერ ლიგის მომავალ ტურში, ვირჯილ ვან დაიკის გვერდით სწორედ მარკ გეჰიმ ითამაშოს.

მერსისაიდულმა გრანდმა ზაფხულის განმავლობაში სოლიდური ტრანსფერები განახორციელა - ფლორიან ვირცის, უგო ეკიტიკეს, მილოშ კერკეზის, ჯერემი ფრიმპონგისა და ჯოვანი ლეონის შეძენის შემდეგ, მერსისაიდელები ალექსანდერ ისაკისა და მარკ გეჰის ტრანსფერებსაც უახლოეს საათებში გააოფიციალურებენ.

სხვა სტატიები