Belive

ლივერპულმა პსჟ-ს, ბარკოლას სანაცვლოდ, 135 მილიონი ევრო შეთავაზა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Foot01-ის ინფორმაციით, ლივერპული თანახმაა, ბრედლი ბარკოლას შესაძენად, 135 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლუის ენრიკემ, ფრანგი ფეხბურთელი, ლანსთან მატჩში, განაცხადს მიღმა დატოვა, რაც მიმდინარე სატრანსფერო მოლაპარაკებებში, მნიშვნელოვან განვითარებაზე მიუთითებს.

თავად ბარკოლას ძალიან სურს ლივერპულში თამაში. მერსისაიდელები, თავდაპირველად, ბარკოლაში, 115 მილიონს იხდიდნენ, ახლა კი, სატრანსფერო ფასი გაზარდეს, რადგან პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ფეხბურთელის გაყიდვაზე დაითანხმონ.

ლუის ენრიკემ, ბარკოლას მომავალთან დაკავშირებით, საჯაროდ არ ისაუბრა, მაგრამ ლანსთან მატჩში, სადაც პსჟ 1:0 დამარცხდა, ახალგაზრდა შემტევის განაცხადს მიღმა დატოვება, პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, ერთგვარი გზავნილიც იყო.

ბარკოლას დამატება ლონდონის არსენალსაც სურდა, მაგრამ ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულის ასეთი აქტიურობის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელის პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონების რიგებში გადასვლა აღარ განიხილება,

როგორც ცნობილია, ლივერპულსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად განვითარდა და დიდი შანსია, ფრანგი შემტევი, უახლოეს მომავალში, "ენფილდზე" ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, "წითლები", უახლოეს დღეებში, შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებას გეგმავენ. ამ ტრანსფერის განხორციელება კი, ორივე კლუბის საერთო ინტერესშია.

სხვა სტატიები