'ყველაფერს მე მაბრალებენ' - სალაჰი გარიყეს
ლივერპულის ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი ამბობს, რომ კლუბმა „ავტობუსიდან გადააგდო“ და მისი ურთიერთობა მთავარ მწვრთნელთან, არნე სლოტთან გაფუჭდა.
33 წლის ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს, ბრაიტონთან გასამართი მატჩი, შესაძლოა, მისი ბოლო თამაში იყოს „წითლებისთვის". ლიდსთან ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერ ხვდება, რატომ ატარებს ზედიზედ მესამე თამაშს სათადარიგოთა სკამზე.
წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ სეზონში, ამ კლუბისთვის იმდენი რამ გავაკეთე, ახლა სათადარიგო სკამზე ვარ და არ მესმის რატომ.
როგორც ჩანს, კლუბმა ავტობუსიდან გადამაგდო (გამრიყა). ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რომ ვიღაცას სურდა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე აეკიდა. ზაფხულში ბევრი დაპირება მივიღე და ჯერჯერობით სამი თამაშია, რაც სათადარიგოთა სკამზე ვარ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დაპირებას ასრულებენ.
ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მქონდა და უცებ არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც მე ვხედავ, ვიღაცას არ სურს ჩემი კლუბში ყოფნა - განაცხადა მო სალაჰმა
ლივერპულს ამ სეზონში დიდი ჩავარდნა აქვს, გუნდი სტაბილურად ვერ ახერხებს გამარჯვებების მოპოვებას. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში, არნე სლოტის გუნდს, 7 გამარჯვება, 2 ფრე და 6 მარცხი აქვს. მერსისაიდელები ცხრილის მერრვე ადგილზე არიან და საჩემპიონო რბოლაში ჩართულ გუნდებთან ახლოს ვერ მიდის.
Mo Salah responding to questions around his future at Liverpool in the mixed zone after the side's 3-3 draw with Leeds United 💬 pic.twitter.com/Pv5SnnuXuY
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) December 6, 2025