Belive

ჩემპიონთა ლიგაზე შთამბეჭდავი რეკორდი დამყარდა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის გასული ტური განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა - მე-2 ტურში სულ 78 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.

წინა რეკორდი - 71 გატანილი გოლი გასულ სეზონში დამყარდა.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი ტურები:

  1. 2026-2027 წლების სეზონის მე-2 ტური - 78 გოლი 18 მატჩში

  2. 2025-2026 წლების სეზონის მე-3 ტური - 71 გოლი 18 მატჩში

  3. 2026-2027 წლების სეზონის პირველი ტური - 69 გოლი 18 მატჩში

  4. 2025-2026 წლების სეზონის პირველი ტური - 67 გოლი 18 მატჩში

  5. 2024-2025 წლების სეზონის მე-5 ტური - 67 გოლი 18 მატჩში

  6. 2025-2026 წლების სეზონის მე-5 ტური - 64 გოლი 18 მატჩში

  7. 2024-2025 წლების სეზონის მე-8 ტური - 64 გოლი 18 მატჩში

  8. 2000-2001 წლების სეზონის პირველი ტური - 63 გოლი 16 მატჩში

მე-2 ტურის 18 შეხვედრიდან 6-ში მინიმუმ 6 გოლი გავიდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ლასკსა და ლივერპულს შორის შედგა, რომელიც მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:6 დასრულდა.

სხვა სტატიები